„უკრაინა $350 მილიარდს, სამხედრო შეიარაღებებს და ბრძოლის გაგრძელების უფლებას მიიღებს“ – ტრამპი მინერალების შეთანხმებაზე

$350 მილიარდს, სამხედრო შეიარაღებებს და ბრძოლის გაგრძელების უფლებას მიიღებს“ – ტრამპი მინერალების შეთანხმებაზე
უკრაინა $350 მილიარდს, ბევრ სამხედრო შეიარაღებასა და ბრძოლის გაგრძელების უფლებას მიიღებს – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვის – თუ რას მიიღებს უკრაინა მინერალებზე შეთანხმებაზე ხელმოწერით, პასუხად განაცხადა.
„უკრაინა ძალიან მამაცია, მაგრამ აშშ-ს ფულისა და მისი შეიარაღების გარეშე, ეს ომი დროის ძალიან მოკლე პერიოდში დამთავრდებოდა“, – დაამატა მან.
ცნობისთვის, Financial Times-ის ინფორმაციით, უკრაინამ და აშშ-მ მინერალებზე შეთანხმებას მიაღწიეს. უკრაინის ხელისუფლებას იმედი აქვს, შეთანხმება ხელს შეუწყობს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გამოსწორებას.
გამოცემის მიხედვით, უკრაინა მზად არის, ხელი მოაწეროს შეთანხმებას აშშ-სთან ერთად უკრაინის მინერალური რესურსების, მათ შორის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის ერთობლივ განვითარებაზე.