უკრაინა: 3 რუსული გამანადგურებელი CУ-34 ჩამოვაგდეთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი ოლეშჩუკი ამბობს, რომ 22 დეკემბერს სამი რუსული სუ-34 გამანადგურებელი ჩამოაგდეს.
მისი თქმით, 22 დეკემბერს ჩამოგდებული “შაჰიდის” ნაწილზე ნახეს შეტყობინება ოკუპანტებისგან “მოკვდით ბო*ებო”
“აი ჩვენი პასუხი! დღეს შუადღისას სამხრეთის მიმართულებით – მინუს სამი რუსული სუ-34 გამანადგურებელი! მარადიული ფრენა “ძმებო”! – დაწერა მან “ტელეგრამზე”.