უკრაინა 21 დრონის მოგერიებას იუწყება, რუსეთი – 47-ის

რუსეთის სამხედრო ძალებმა 9 ოქტომბერს, შუაღამის შემდეგ ზე დრონებით და რაკეტებით მორიგი შეტევა მიიტანეს.
ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეგ კიპერის მიერ სოციალური ქსელებით დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმისას ოდესის რაიონში დაიჭრა ხუთი ადამიანი, დაზიანდა 9-სართულიანი სახლი და სამედიცინო დაწესებულება.
კიპერის განცხადებით, ზედიზედ მესამე ღამეა „რუსი აგრესორები ოდესის ოლქს დამრტყმელი უპილოტო აპარატებით ატერორებენ”. წინა დღეებში დარტყმა იყო საპორტო ინფრასტრუქტურაზეც.
ს სარაკეტო შეტევის შედეგად სამრეწველო ობიექტის დაზიანების შესახებ იუწყება პოლტავის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ფილიპ პრონინი. ის კონკრეტულ ობიექტს არ ასახელებს. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის.
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა პოლტავის ოლქს რუსეთის კურსკის ოლქიდან შეუტიეს სამი ბალისტიკური რაკეტით. საჰაერო ძალების მონაცემებით, რუსეთის ტერიტორიიდან და ანექსირებული დან შეტევა იყო 22 უპილოტო საფრენი აპარატით.
უკრაინელი სამხედროების თანახმად, 21 დრონი ჩამოაგდეს ოდესის, ვინიცის და ს ოლქებში, ერთი კი რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნდა.
47 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის განადგურების შესახებ იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. მის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, 24 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ბრიანსკის ოლქში, 5 – ბელგოროდში, 2-2 – კურსკის და როსტოვის ოლქებში, 1 – კრასნოდარის მხარეში და 13 – აზოვის ზღვის აკვატორიის თავზე.
ომის მონაწილე მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია.
9 ოქტომბერს, შუაღამის შემდეგ, აფეთქებები იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ეისკის რაიონში. ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ცნობით, ეისკზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო. ამ რაიონში საჰაერო თავდაცვის სისტემის ამოქმედების შესახებ ადგილობრივ სადისპეტჩერო სამსახურზე დაყრდნობით წერდა კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „რია ნოვოსტიც“.
ეისკი აზოვის ზღვის ნაპირზე მდებარეობს. ქალაქში განთავსებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების აეროდრომი, რომელიც არაერთხელ იყო უკრაინული დრონებით შეტევის სამიზნე.
კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატიევმა ტელეგრამ-არხზე ღამის სამი საათისთვის გამოქვეყნებული ცნობით დაადასტურა უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა, თუმცა ეისკი არ უხსენებია.
გარდა ამისა, რუსულმა ტელეგრამ-არხებმა და ზოგიერთმა უკრაინულმა მედიასაშუალებამ გაავრცელეს ცნობები, რომ აფეთქებებმა ხანძარი გამოიწვია ბრიანსკის ოლქის ქალაქ კარაჩევთან მდებარე საბრძოლო მასალების საწყობში.
უკრაინის თავდაცვის ძალებს რუსეთის რეგიონებზე დრონებით დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ.
უკრაინას, რომელიც ორ წელზე მეტია რუსეთის სამხედრო აგრესიას ებრძვის, რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.