ჰააგაში ნატო-ს სამიტზე მიიწვიეს

უკრაინა ჰააგაში ნატო-ს სამიტზე მიიწვიეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ ნატო-ს გენერალურ მდივანს შევხვდით. ნატო-ს სამიტზე მიგვიწვიეს. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ასევე, უკრაინის, რუსეთისა და -ის პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზების შესახებ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას გამოეხმაურა.
„მე რეჯეფ თაიფ ერდოღანს ვუთხარი, რომ ლიდერების დონეზე შეხვედრას მხარს ვუჭერ, რადგან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენი შეხვედრის გარეშე ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, დღეს, სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სურს, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები, და ერთმანეთს სტამბოლში ან ანკარაში შეხვდნენ.
„ასევე, მსურს, ამ შეხვედრაზე ტრამპიც მოვიწვიო. ამ შეხვედრისთვის მოსამზადებელ ნაბიჯებს უახლესი მოლაპარაკებების შემდეგ გადავდგამთ“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.