უკრაინა ძალიან რთულ მდგომარეობაშია და მიკვირს, ასეთ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას დრო აქვს, რომ მსგავსი საქმეებით დაკავდეს

პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი გენო პეტრიაშვილი უკრაინის მიერ თბილისის მერ, სთვის “უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის” წოდების ჩამორთმევაზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ უკვირს, ასეთ რთულ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას რჩება დრო, რომ მსგავსი საქმით დაკავდეს.
როგორც პეტრიაშვილი აღნიშნავს, სამწუხარო ფაქტია, თუმცა, იმედს გამოთქვამს, რომ ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება.
არის ძალიან რთულ მდგომარეობაში და მიკვირს, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას დრო აქვს, მსგავსი საქმეებით რომ დაკავდეს. ბატონ კახის ამით ბევრს ვერაფერს დააკლებენ. კახი არის მსოფლიო სპორტის ლეგენდა, უდიდესი ფეხბურთელი, ძალიან მაგარი ადამიანი და სამწუხაროა მსგავსი ფაქტი, თუმცა, იმედი მაქვს რომ ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება და დამშვიდდება. მინდა, მშვიდობა ვუსურვო მთელს მსოფლიოს, განსაკუთრებით, უკრაინელ ხალხს და კახის ვუსურვო წარმატებები და წინსვლა თავის საქმიანობაში“-განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ღალატის შესახებ ჩანაწერის აღდგენა კანონმდებლობაში იმისთვის გვჭირდება, რომ კონკრეტულ ადამიანებს, მათ შორის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს უფრო მეტად შეეშინდებათ, მომავალში ჩაიდინონ სამშობლოს ღალატი

უზბეკეთის ოლი მეჯლისის საკანონმდებლო პალატის სპიკერი ირაკლი კობახიძეს – საქართველო უკვე გახდა დემოკრატიული განვითარების და რეფორმების მოდელი, არჩევნები ამ სულისკვეთებით ჩატარდა, თქვენ წარმატებით გაუმკლავდით წნეხს და სერიოზულ დაძაბულობას ქვეყანაში