უკრაინა: შავ ზღვაში პანამის დროშის ქვეშ მცურავი სამოქალაქო გემი რუსულ ნაღმზე აფეთქდა

შავ ზღვაში ს ნაღმზე პანამის დროშის ქვეშ მცურავი სამოქალაქო გემი აფეთქდა. შემთხვევის შედეგად ორი მეზღვაური დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, მარცვლეულით დატვირთული გემი დუნაის ერთ-ერთი პორტისკენ მიემართებოდა, რა დროსაც რუსულ ნაღმს შეეჯახა, კონტროლი დაკარგა და გემბანზე ხანძარი გაჩნდა.
უკრაინის სანაპირო დაცვამ და სამაშველო სამსახურმა ბორტის წევრებს და ერთ-ერთ მეზღვაურს დახმარება ადგილზევე გაუწიეს, ხოლო მეორე მეზღვაური უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს.