უკრაინა: შავი ზღვის თავზე რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული დრონი ჩამოვაგდეთ

უკრაინის შეიარაღაებულის ძალების სამხრეთის საჰაერო სარდლობის ცნობით, შავი ზღვის თავზე რუსული მოიერიშე-სადაზვერვო დრონი ფორპოსტი ჩამოაგდეს. მისი ღირებულება 7 მილიონი დოლარია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერმა, ილია ევლაშმა აღნიშნა, რომ ფორპოსტი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული დრონია და ის, ფაქტობრივად, ფუნქციებით ბაირაქტარის ტიპის უპილოტო საფრენ აპარატს წააგავს. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი სამიზნეები უკრაინის საჰაერო ძალებისთვის იშვიათად ჩნდება.
ფორპოსტი დამზადებულია ს Searcher II-ის ბაზაზე. 2009 წელს რუსეთმა 2 ცალი Searcher II საკვლევად შეიძინა. რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ, ფორპოსტი ს შეირაღებულ ძალებს 2014 წლის იანვარში გადაეცა.
ჯერ კიდევ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე, არსებობდა ცნობები, რომ უკრაინელებმა დონბასში მიმდინარე ომის დროს, რამდენიმე წლის განმავლობაში 5 ამავე ტიპის დრონი ჩამოაგდეს.