უკრაინის საჰაერო ძალების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი ოლეშჩუკი ადასტურებს, რომ უკრაინელებმა ააფეთქეს რუსული სადესანტო გემი “ნოვოჩერკასკი” ოკუპირებულ ფეოდოსიაში (ყირიმი). მან რუსებს მოუწოდა დატოვონ ყირიმი, სანამ გვიანი არ არის.
“ამჯერად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის – კრეისერ “მოსკვას” შემდეგ, მოჰყვება დიდი სადესანტო გემი “ნოვოჩერკასკი”, – დაწერა ოლეშჩუკმა.
ოლეშჩუკმა მადლობა გადაუხადა საჰაერო ძალების პილოტებს და “ყველა მონაწილეს” მათი “ფილიგრანული მუშაობისთვის”.
დაახლოებით დილის 3 საათზე, ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების ხმა იყო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ააფეთქეს გემი, რომელიც სავარაუდოდ, ირანულ საბრძოლო მასალას ატარებდა პორტში კი ხანძარი გაჩნდა.
