უკრაინის შეიარაღებული ძალების მიხედვით, ყირიმში უკრაინულმა ძალებმა რუსეთის სარაკეტო კატერი, სახელად “ივანოვეც” გაანადგურეს.
“ოპერაციის ჩატარება შესაძლებელი გახდა ციფრული ტრანსფორმირების სამინისტროსა და United24 Platform-ის მხარდაჭერით”. – წერს უკრაინის შეიარაღებული ძალები.
სარაკეტო კატერის განადგურების კადრები უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა. მათი ინფორმაციით, კატერის განადგურებით ოკუპანტებს $60-70 მილიონის ზარალი მიადგათ.
აღნიშნულს უკრაინის სამხედრო ფლოტიც გამოეხმაურა და მომხდარი რუსეთისთვის დიდ დანაკარგად შეაფასა.
“ეს საკმაოდ დიდი დანაკარგია, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთს მხოლოდ სამი ასეთი კატერი აქვს შავი ზღვის ფლოტში და ასევე იარაღი, როგორიცაა “მოსკიტის” ტიპის 130 კილომეტრის რადიუსის მქონე გემსაწინააღმდეგო რაკეტა”. – წერია განცხადებაში.