უკრაინა ყირიმის ხიდის აფეთქებას გეგმავდა, ბომბი საქართველოს გავლით შეიტანეს — ФСБ

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (ФСБ) ს ხიდზე ტერაქტის ჩაშლის შესახებ იუწყება.
ФСБ ირწმუნება, რომ უკრაინის სპეცსამსახურები ყირიმის ხიდზე ბომბით დათვირთული ავტომობილის აფეთქებას გეგმავდნენ, ხოლო ბომბი რუსეთში საქართველოს გავლით შეიტანეს.
„მძლავრი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით დატვირთული მანქანა უკრაინიდან რუსეთში შევიდა რამდენიმე ქვეყნის გავლით. რუსეთ-საქართველოს საზღვარი გადაკვეთა ჩრდილოეთ ოსეთში/ალანიაში მდებარე საერთაშორისო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „ზემო ლარსში“ და უნდა გაგზავნილიყო კრასნოდარის მხარეში, ავტოტრანსპორტით, რომელსაც კერძო გადამზიდავი მართავდა“, – ნათქვამია ФСБ-ის განცხადებაში.
ს უშიშროების სამსახურის თანახმად, შემდეგ ავტომობილი გადაეცემოდა ერთ პირს, რომელიც მასზე დაჯდებოდა და ყირიმის ხიდზე გაივლიდა, რის შედეგადაც „უნებლიე ტერორისტი-თვითმკვლელი“ გახდებოდა.
„უკრაინელი ტერორისტების ხრიკების მიუხედავად, ФСБ-მ მოახერხა მათი გეგმების დროულად გამოაშკარავება, Chevrolet Volt-ში ფრთხილად დამალული ასაფეთქებელი მოწყობილობის იდენტიფიცირება და გაუვნებელყოფა, ასევე ყველა იმ პირის დაკავება, ვინც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მის მიწოდებაში მონაწილეობდა“, — აცხადებს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური და დასძენს, რომ ყველა ორგანიზატორი და თანამონაწილე დაისჯება.
„მომზადებული დანაშაულის თანამონაწილეები, მძღოლის ჩათვლით, დაკავებულნი არიან. მანაც არ იცოდა, რა ხდებოდა და შეიძლებოდა, „თვითმკვლელი“ გამხდარიყო“ – აღნიშნა ФСБ–მ.
რუსული მხარის ინფორმაციით, წლის განმავლობაში ეს უკვე მეორე მცდელობაა, როდესაც კიევმა დიდი რაოდენობით ასაფეთქებლის გამოყენებით ყირიმის ხიდზე დივერსია სცადა. კერძოდ, 2 აპრილს ბელარუსის ძალოვნებმა ბრესტის საბაჟოზე შეაჩერეს მიკროავტობუსი, რომელშიც ნახევარ ტონაზე მეტი სინთეზური ასაფეთქებელი ნივთიერება იყო.
ასევე, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი ყირიმის ხიდის აფეთქების „ოპერაციაში” საქართველოს ახსენებს.
საქართველოს მარშრუტი ასევე ფიგურირებდა 2022 წლის 8 ოქტომბერს, ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქების გამოძიების ოფიციალურ ვერსიაში. რუსული მხარის მტკიცებით, უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეებთან ერთად, ტვირთის გადატანაში ფიგურირდბა საქართველოს ორი მოქალაქე: სანდრო ინოსარიძე და ბროკერი მეტსახელად „ლევანი“.
მოსკოვის ბასმანის სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძეს ყირიმის ხიდზე ტერაქტის მოწყობის საქმეზე წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.