უკრაინა ქვეყნის პორტებში სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას ითხოვს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას (IMO) თხოვნით მიმართა, რომ, რუსული არმიის მხრიდან გაძლიერებული დაბომბვის ფონზე, ოდესის რეგიონის სამხრეთით მდებარე პორტებში სადამკვირვებლო მისია გაგზავნოს.
სიბიგამ ოდესაში, სკანდინავიურ-ბალტიური რვიანის (NB8) ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ს თავდასხმები უკრაინის პორტებზე, მარცვლეულის საცავებსა და სამოქალაქო გემებზე საფრთხეს უქმნის გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას.
ცნობისთვის, რუსულმა ძალებმა 6 ოქტომბრიდან უკრაინის პორტებში ოთხი სამოქალაქო გემი დააზიანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარია ზახაროვა – ვოლოდიმირ ზელენსკი „გამარჯვების გეგმით“ ნატო-ს რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტისკენ უბიძგებს – ეს არის არა გამარჯვების, არამედ უკრაინისა და უკრაინელების უბედურების გეგმა