უკრაინა უცხოურ იარაღის მწარმოებელ კომპანიებს ფრონტის ხაზს გამოსაცდელად სთავაზობს

უკრაინის მთავრობის მიერ მხარდაჭერილმა საბრძოლო მასალების ინვესტიციებისა და შესყიდვის ჯგუფმა, Brave1-მა 17 ივლისს განაცხადა, რომ უცხოურ იარაღის მწარმოებელ კომპანიებს საშუალებას მისცემს, თავიანთი იარაღი ში ფრონტის ხაზზე ს წინააღმდეგ გამოცადონ.
ჯგუფის განცხადების მიხედვით, “გამოცადე უკრაინაში” სქემის ფარგლებში, კომპანიები შეძლებენ, თავიანთი პროდუქცია უკრაინაში გაგზავნონ, სამხედროები დისტანციური ტრენინგით უზრუნველყონ და შემდეგ უკრაინის ძალებს დაელოდონ, რომლებიც მათ გამოცდიან და კომპანიებს უკან გამოცდის შედეგებს დაუბრუნებენ.
“ეს გვეხმარება, გავიგოთ, თუ რა ტექნოლოგიებია ხელმისაწვდომი. კომპანიებს კი ეხმარება, გაიგონ, რეალურად რა მუშაობს ფრონტის ხაზზე,” განუცხადა Brave1-ის ინვესტორებთან ურთიერთობების თავმჯდომარემ, არტემ მოროზოვმა Reuters-ს გერმანიის ქალაქ ვისბადენში გამართულ კონფერენციაზე.
მოროზოვის თქმით, აღნიშნულ სქემაში დაინტერესება დიდია, თუმცა, Reuters-ის მიხედვით, მას არ დაუკონკრეტებია იმ კომპანიების სახელები, რომლებმაც პროგრამაში ჩართვა გადაწყვიტეს.
მოროზოვის თქმით, უკრაინის მთავრობის მიერ 2023 წელს დაარსებულ Brave-1-ს იმ სამხედრო ტექნოლოგიების სია აქვს შექმნილი, რომელთა დატესტვაც უკრაინის არმიას სურს.
“ჩვენ პრიორიტეტების სია გვაქვს. ერთ-ერთი უმთავრესია საჰაერო თავდაცვა, ახალი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების კუთხით, დრონების ჩამომგდები სისტემების, თ მართვადი სისტემების, ფრთოსანი ბომბების წინააღმდეგ ყოველგვარი ალტერნატივის კუთხით,” თქვა მან.
tabula.ge