, უფრო სწორედ, მისი „პატრონები“, აქტიურად ცდილობენ ახალი სცენარის წარმოჩენას, რომელიც ომის შეწყვეტის შემთხვევაში ამუშავდება – ლევან ნიკოლეიშვილი

უკრაინა, უფრო სწორედ, მისი „პატრონები“, აქტიურად ცდილობენ ახალი სცენარის წარმოჩენას, რომელიც ომის შეწყვეტის შემთხვევაში ამუშავდება, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩევლის, ს ინტერვიუს.
ნიკოლეიშვილის თქმით, ვის რას დააბრალებს არესტოვიჩი ან არახამია, მეორეხარისხოვანია, თუმცა ესეც იმ სცენარის მცირე ნაწილია, რომელსაც ომის დასრულება ჰქვია.
„არესტოვიჩი? არახამია? საინტერესოა ამ ავანტიურისტების აზრების მოსმენა თუ წაკითხვა? უფრო კი, ვიდრე – არა. მიზეზი კი რამდენიმე გახლავთ: , უფრო სწორედ, მისი „პატრონები“, აქტიურად ცდილობენ ახალი სცენარის წარმოჩენას, რომელიც ომის შეწყვეტის შემთხვევაში ამუშავდება! ომი კი, როგორც ჩანს, უნდა დამთავრდეს, დიდი მნიშვნელობა არა აქვს, ამას რა დაერქმევა – ცეცხლის შეწყვეტა, დაზავება, გაყინული კონფლიქტი თუ სხვა რამ. ფაქტია, ომის დამთავრების სურვილი (თუ გნებავთ, იძულება) უკვე გამოჩნდა კონტურებზე. ამას ხელს ბევრი ფაქტორი უწყობს, როგორც ევროპულ, ისე – ამერიკულ წრეებში, ხოლო რას იტყვის და ვის რას დააბრალებს არესტოვიჩი ან არახამია, ერთი მხრივ, მეორეხარისხოვანია, თუმც, პირდაპირ უნდა ითქვას, ესეც იმ სცენარის მცირე ნაწილი გახლავთ, რომელსაც ომის დასრულება ჰქვია… შემდგომში, ალბათ, რუსეთთან ურთიერთობების ნელ-ნელა, მაგრამ მაინც აღდგენა… აი, იმ 300 000 ადამიანის დაღუპვაზე ვინ აგებს პასუხს, ეს უკვე ცალკე საუბრის თემაა… იმედია, არა მხოლოდ საუბრის!“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

სააკაშვილის ხელისუფლება გარედან დაგვისვეს ე.წ. ვარდების რევოლუციის საფუძველზე, როდესაც „ენჯეოშნიკების“ მეშვეობით მოაწყვეს საქართველოში ხელისუფლების ცვლილება, დღესავით ნათელია, რომ საქმე გვქონდა გააზრებულ ღალატთან და ეს ღალატი ჩადენილი იქნა გარე ძალების კარნახით

როდესაც შენ გაქვს შენი ხელით შექმნილი არალეგიტიმური, არაკონსტიტუციური წარმონაქმნი, რომელსაც ეწოდება სამხრეთ ოსეთი, შენ თვითონ იყენებ ისეთ სახელწოდებას, რომლის გამოყენებასაც ედავები საერთაშორისო ინსტიტუტებს, ეს ხომ პირდაპირ იყო მიმართული სწორედ ოკუპაციისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებისკენ, როგორ შეიძლება, ღალატის ეს ქრონიკა გაგრძელდეს