უკრაინა უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის ხუთ რეგიონს დაესხა თავს

27 ივლისს, გვიან ღამით, უპილოტო საფრენი აპარატებით ს ხუთ რეგიონს დაესხა თავს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯამში რუსეთის ტერიტორიაზე სულ 42 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. უპილოტო საფრენი აპარატები მოსკოვის დროით დაახლოებით დილის 6 საათსა და 45 წუთზე ჩამოაგდეს.
მედუზას ცნობით, ყველაზე მეტი, ჯამში 22 დრონი ბრიანსკის ოლქში ჩამოაგდეს. ბრიანსკის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ ბოგომაზის თქმით, რეგიონში დრონების თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
რიაზანის რეგიონში რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შვიდი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ არხი ავრცელებს. რაზიანის ოლქის გუბერნატორის, პაველ მალკოვის თქმით, რიაზანის რეგიონში თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კურსკის რეგიონშიც შეძლეს შვიდი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება, სამი ბელგოროდში, ორი როსტოვსა და ერთი ლიპეცკში. ამ რეგიონების ხელისუფლებაც არ საუბრობს დაშავებულებსა და ინფრასტრუქტურულ დაზიანებებზე.
დრონების თავდასხმის მოსალოდნელი საფრთხე ასევე გამოცხადდა რუსეთის ვორონეჟისა და ბელგოროდის რეგიონების ტერიტორიაზე.