უახლოეს მომავალში პარტნიორებისგან დამატებით საბრძოლო თვითმფრინავებს მიიღებს

უკრაინამ დაადასტურა, რომ დასავლელი პარტნიორებისგან უახლოეს მომავალში დამატებით საბრძოლო თვითმფრინავებს მიიღებს, მათ შორის, შვედური “გრიპენის” ტიპის თვითმფრინავებს.

ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ივან გავრილიუკმა ისაუბრა.

გავრილიუკმა განაცხადა, რომ შვედური “გრიპენის”, ფრანგული “მირაჟის” და ამერიკული F-16-ების მიწოდებას ელოდება.

მიუხედავად მას არ დაუკონკრეტებია მიწოდების თარიღების ან თვითმფრინავების რაოდენობა.

“მოდი ასე ვთქვათ: როდესაც მათ უკრაინის თავზე დაინახავთ, მაშინ მიხვდებით”, – თქვა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი – როცა სინოდზე უხუცესმა მღვდელმთავარმა იკითხა, დევს თუ არა სეიფში ანდერძი, მღვდელმთავრებმა დაამოწმეს, რომ არ დევს, საფუძველი არ გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ – სეიფები სიცოცხლეში მისი უწმინდესობის თანდასწრებით დაილუქა