უკრაინა უარყოფს დარტყმას რუსეთის გაზსადგურზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა უარყო შეტევა ს კურსკის ოლქის სუჯის რაიონში მდებარე გაზის გამზომ სადგურზე. ეს ობიექტი ევროპაში რუსული გაზის ტრანსპორტირების ქსელის ნაწილია.
უკრაინის გენშტაბმა დღეს, 21 მარტს, განაცხადა, რომ რუსეთი აძლიერებს უკრაინის დისკრედიტაციის კამპანიას და საერთაშორისო თანამეგობრობის შეცდომაში შესაყვანად ფეიკს ავრცელებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის თანახმად, სუჯის სადგურს არაერთხელ დაარტყეს თავად რუსმა სამხედროებმა, მათ შორის მართვადი ავიაბომბებით ჯერ 2024 წლის ზაფხულში, ახლა კი – სამი დღის წინ.
ინფორმაცია, რომ უკრაინის ძალებმა სუჯის რაიონში გაზის გამზომ სადგურს დაარტყეს, 20 მარტს გაავრცელა ტელეგრამ-არხმა Mash-მა, რომელიც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ მართულ არხად მიიჩნევა.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – ბრაზი და ტკივილი არა წყევლად ან ხელის ჩაქნევად, არამედ მოქმედებად და წინააღმდეგობად უნდა ვაქციოთ – თუ ეგოისტები არ ვართ და კომფორტის ზონიდან გამოსვლა შეგვიძლია, ასეთ მომენტებში სწორ მოქმედებაზე უნდა მივმართოთ ენერგია

სალომე ზურაბიშვილი – დედა რომ გარდაიცვლება და თან მიაქვს დარდი უდანაშაულოდ დაპატიმრებული შვილისა, თუ პასუხისმგებლობის ნატამალს არ გრძნობს ის, ვისი ბრალიცაა, ნიშნავს, რომ ძალიან ჩამოშორდნენ ქართულ ფასეულობებს – გარუსება სხვა კი არაფერია