უკრაინა ტყვეების სავარაუდო დახვრეტაზე გამოძიებას იწყებს

უკრაინა ავდეევკაში ჯარისკაცების სავარაუდო დახვრეტის საქმეს იძიებს. წინასწარი მონაცემებით რუსმა სამხედროებმა 6 უიარაღო უკრაინელი ჯარისკაცი დახვრიტეს.
დონეცკის ოლქის პროკურატურა საქმეს ომის კანონების დარღვევისა და განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს.
ს ფედერაციის შეიარაღებული ძალები დონეცკის ოლქში სისტემატიურად და ცინიკურად არღვევენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ ნორმებს. ოკუპანტების მიერ ჩადენილი მორიგი მძიმე დანაშაულის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში ვრცელდება”. – წერია პროკურატურის განცხადებაში.
გარდა ამისა, აღმოჩენილია დრონის მიერ გადაღებული კიდევ ერთი ვიდეო, რომელშიც ბახმუტის რაიონში 2 უიარაღო უკრაინელი ჯარისკაცის დახვრეტა ჩანს.
ცოტა ხნით ადრე მ ავდეევკიდან ჯარი გაიყვანა და დასახლება საოკუპაციო ძალების ხელში გადავიდა.