უკრაინა სუმის ოლქის სასაზღვრო ზონაში სამოქალაქო პირების გადაადგილებაზე შეზღუდვებს აწესებს

სუმის ოლქის ოცკილომეტრიან სასაზღვრო ზონაში ყველა კატეგორიის მოქალაქეების გადაადგილებაბზე შეზღუდვა დაწესდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
„საომარი მოქმედებების ინტენსივობის გაზრდის, დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების, მტრის სპეციალური ოპერაციების ძალების საქმიანობის გააქტიურების გამო და მშვიდობიანი მოსახლეობის და სამხედრო პერსონალის სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით, სამხედრო სარდლობამ სუმის ოლქის ოცკილომეტრიან სასაზღვრო ზონაში ყველა კატეგორიის მოქალაქეების გადაადგილებაზე შეზღუდვები შემოიღო“, – აღნიშნულია გენშტაბის ინფორმაციაში.
გენშტაბში განმარტავენ, რომ ამ ტერიტორიაზე შესვლა განხორციელდება უკრაინის მოქალაქეების პასპორტებით „ამ ზონაში საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ნიშნით“.
წყარო: ინტერპრესნიუსი

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”