უკრაინა: საჰაერო ძალებმა რუსულ მართვის პუნქტზე იერიში მიიტანა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს მოტომსროლელი პოლკის მართვის პუნქტზე, რომელიც ს ტერიტორიაზე მდებარეობს.
გენშტაბის თქმით, საჰაერო ძალები შეიარაღებული ძალების სხვა ქვედანაყოფებთან თანამშრომლობით მუშაობდნენ.
მართვის პუნქტი ბელგოროდის ოლქის დასახლება ნეხოტეევკაში მდებარეობს.
“საბრძოლო სამუშაოების შედეგად დაფიქსირებულია რამდენიმე აფეთქება. მიზანზე წარმატებით არის იერიში მიტანილი”. – წერია შტაბის განცხადებაში.
მართვის პუნქტი შტაბთან არსებული სპეციალურად მომზადებული და აღჭურვილი სამხედრო ობიექტია, საიდანაც მართვის ორგანოები (ოფიცრები) ჯარსა და ტექნიკას ხელმძღვანელობენ.
ამ ეტაპზე ინფორმაცია მოკლული რუსი ოფიცრების შესახებ არ დადასტურებულა.