უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა უკანასკნელ 24 საათში რუსეთის მიერ ოდესის ოლქის მიმართულებით გაშვებული 22 შაჰიდის ტიპის დრონიდან 18 ჩამოაგდეს.
უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, რუსებმა დრონები ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან, ბალაკლავას რაიონიდან გაუშვეს.
მათივე ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შედეგად ოდესის ოლქში დაზიანდა სარეკრეაციო დაწესებულების შენობა, რომელიც ომის დაწყების შემდეგ არ ფუნქციონირებს.
გარდა ამისა, რეკრეაციულ ზონაში დაზიანდა რამდენიმე გარე ნაგებობა, ასევე, ერთ-ერთი კერძო სახლი. დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.