-საქართველოს შორის ურთიერთობა გააფუჭა უკრაინულმა მხარემ „ნაციონალური მოძრაობის“ გამო, ყოველდღე ახალი დამნაშავის და მწამებლის შეფარებით

უკრაინა-საქართველოს შორის, ურთიერთობები ჩვენ არ გაგვიფუჭებია, ურთიერთობა გააფუჭა უკრაინულმა მხარემ „ნაციონალური მოძრაობის“ გამო, ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოველდღე ახალი დამნაშავის და მწამებლის შეფარებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.
დავითულიანის თქმით, თავშესაფრად იქცა კრიმინალური რეჟიმის სისტემის, როგორც მმართველების, ისე მთავარი აღმსრულებლების.
„მეგის ქარდავას რომ ამდენი ხანი ინახავდნენ და მისი კალიბრის არაერთ სხვა დამნაშავეს, რომლებიც ადამიანების გაუპატიურებაში, მკვლელობაში, წამებაში და ათას უბედურებაში არიან მხილებული და დღესაც არაერთ ასეთს იფარებენ, სწორედ ამან გააფუჭა ურთიერთობები უკრაინა-საქართველოს შორის“, – აღნიშნა დავითულიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რომ არა პრემიერ-მინისტრ ორბანის ძლიერი ლიდერობა და მისი გაბედული ბრძოლა ბრიუსელის ბიუროკრატიის წინააღმდეგ, უნგრეთის ეროვნული ინტერესების დასაცავად, საქართველოსთვის ბევრად უფრო რთული იქნებოდა საკუთარი დემოკრატიის, ეროვნული სუვერენიტეტისა და იდენტობის დაცვა

პრემიერი – საქართველო ერთგული რჩება ევროპული ინტეგრაციის გზისადმი, თუმცა ამ გზას ღირსებით მივყვებით—ჩვენი მემკვიდრეობის,რწმენის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სრული პატივისცემით