უკრაინა-საქართველოს საფეხბურთო მატჩის დღეს, ქართველი გულშემატკივრებისთვის რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი დამონტაჟდება

ქართველი გულშემატკივრებისთვის 11 ოქტომბერს, რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, მ განაცხადა.
მისივე თქმით, მატჩის დასრულების შემდეგ, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით მოემსახურება.
„თამაშის დაწყებამდე, გულშემატკივრობის მუხტს ჰიპ-ჰოპის შემსრულებლები გააძლიერებენ. გარდა ამისა, მატჩის დასრულების შემდეგ, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით მოემსახურება. კონკრეტული მარშრუტების შესახებ ინფორმაცია თბილისის მერიის ვებგვერდზე განთავსდება“,- აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
ინფორმაციისთვის, უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრა პოლონეთის ქალაქ პოზნანში იმართება. ქართველი გულშემატკივრები -საქართველოს საფეხბურთო მატჩის პირდაპირი ტრანსლაციის ნახვას შეძლებს, რომელიც თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე – ჩვენ ვერ ვხედავთ სტალინის ძეგლებს თავისუფლების მოედანზე, აეროპორტში, ბათუმში ერას მოედანზე, თელავში თეატრის წინ – მხოლოდ ევროპარლამენტარების მახვილი მზერით ჩანს ძეგლებიც და სტალინის კულტის განდიდება