უკრაინა საკონსულო მომსახურებას აჩერებს ჯარში გასაწვევი ასაკის მამაკაცებისთვის

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის ყველა საკონსულოს დაავალა, შეაჩერონ საზღვარგარეთ მყოფი 18-დან 60 წლამდე ასაკის მამრობითი სქესის მოქალაქეების საკონსულო მომსახურება. ამის შესახებ პირველად გაზეთმა „ზერკალო ნედელიმ“ გაავრცელა ინფორმაცია გამოუქვეყნებელ დოკუმენტზე დაყრდნობით, მოგვიანებით ეს ცნობა დაადასტურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მ.
საკონსულო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა შემოღებულია „ს მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ შეიარაღებულ აგრესიასთან“ დაკავშირებით და იმისათვის, რომ უკრაინის მოქალაქეებს არ მიეცეთ საშუალება, თავი აარიდონ „სამხედრო აღრიცხვის საკითხის გადაჭრის მოვალეობას“, ნათქვამია „ზერკალო ნედელის“ მიერ მიღებულ წერილში.
გამოცემა განმარტავს, რომ აკრძალვა 23 აპრილიდან იმოქმედებს მანამდე, სანამ უწყება მიიღებს განმარტებას მობილიზაციის შესახებ კანონის დებულებებთან დაკავშირებით, რომელიც მაისიდან ამოქმედდება. მანამდე უკრაინელები, რომლებზეც აკრძალვა ვრცელდება, მხოლოდ ში დასაბრუნებლად საჭირო საბუთების აღებას შეძლებენ.
კულებას თქმით, საზღვარგარეთ ყოფნა უკრაინის მოქალაქეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან სამშობლოს წინაშე, რომლისთვისაც „რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის პირობებში მთავარი პრიორიტეტი განადგურებისაგან დაცვაა“.
„ვითარება ასე გამოიყურება: სამხედრო ასაკის მამაკაცი წავიდა საზღვარგარეთ, აჩვენა საკუთარ სახელმწიფოს, რომ მისი გადარჩენის საკითხი მას არ აწუხებს და მერე მოდის და უნდა, რომ ამ სახელმწიფოსგან მომსახურება მიიღოს. ასე არ გამოვა. ჩვენს ქვეყანაში ომია,“ წერს კულება.
11 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო მობილიზაციის შესახებ ახალი კანონი, რომელიც, კერძოდ, ამკაცრებს სამხედრო აღრიცხვის წესებს. ხუთი დღის შემდეგ კანონს ხელი მოაწერა უკრაინის პრეზიდენტმა მ. კანონი მაისში შევა ძალაში.
დოკუმენტის მიხედვით, უკრაინის ყველა სამხედრო ვალდებულმა მოქალაქემ უნდა განაახლოს სამხედრო-სააღრიცხვო მონაცემები კანონის ტექსტის გამოქვეყნებიდან 60 დღის ვადაში. ეს ეხება საზღვარგარეთ მცხოვრებთაც: სამხედრო აღრიცხვის დოკუმენტის გარეშე უკრაინელებს საკონსულო მომსახურებას არ გაუწევენ.
უკრაინაში სამხედრო მდგომარეობა ამოქმედდა 2022 წლის 24 თებერვლიდან, ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დღიდან. იმავე დღეს დაიწყო მობილიზაცია. 18-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცებს ქვეყნიდან გასვლა შეეზღუდათ. თუმცა, მოქმედი საკანონმდებლო ნორმები, ხელისუფლების აზრით, არ იძლეოდა მობილიზაციის პროცესის ეფექტიანად ორგანიზების საშუალებას. იტყობინებოდნენ არაერთ შემთხვევაზე, როცა უარი თქვეს უწყების მიღებაზე, მონაცემების შესამოწმებლად გამოცხადებაზე და ა.შ. კანონის ავტორების აზრით, ახალი კანონი დაადგენს გაწვევის მკაფიო წესებს და გაამკაცრებს პასუხისმგებლობას მისთვის თავის არიდების შემთხვევაში.
დაწერეთ კომენტარი