საზღვარგარეთ მცხოვრები უკრაინელი მამაკაცების სამხედრო სამსახურში გაწვევას გეგმავს

უკრაინა, რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვითი ომისთვის ახალი ჯარისკაცების ძიებაში, აპირებს მომავალ წელს საზღვარგარეთ მცხოვრები უკრაინელი მამაკაცები სამხედრო სამსახურში გამოიძახოს, – ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა Bild-თან, Welt TV-სთან და Politico-თან ინტერვიუში განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში მცხოვრები 25-დან 60 წლამდე უკრაინელებს მოუწევთ უკრაინის შეიარაღებული ძალების გამწვევ პუნქტებში გამოცხადდნენ და მათ, ვინც თავს აარიდებს, სანქციები დაემუქრება.
„ჩვენ ჯერ კიდევ ვმსჯელობთ, რა უნდა მოხდეს, თუ ისინი ნებაყოფლობით არ გამოცხადდებიან“, – განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორი დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უმაღლესმა სამხედრო მეთაურებმა დამატებით 450 000-500 000 ადამიანის მობილიზება შესთავაზეს.
უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, ეს ძალიან სერიოზული რაოდენობაა და გეგმის შესრულებამდე მას უფრო ღრმა დისკუსია და მეტი არგუმენტი სჭირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – ჩვენთვის თავიდან ბოლომდე დაკარგა ინტერესი, ბრიტანელები რას განაცხადებენ, ვინაიდან ვხედავთ, რომ თავიდან ბოლომდე არიან არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, „დიფ სთეითის“ გავლენების ქვეშ

დეკანოზი ანდრია: სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს. დაველოდოთ სინოდის წევრების გადაწყვეტილებას