უკრაინა რუსულ სატვირთოებს, მატარებლებს, გემებსა და თვითმფრინავებს 50 წლით კრძალავს

უკრაინა რუსულ სატვირთოებს, მატარებლებს, გემებსა და თვითმფრინავებს 50 წლით აკრძალავს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის მინისტრთა კაბინეტი 10 დღის განმავლობაში წარუდგენს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს წინადადებებს, 50 წლის ვადით, ს წინააღმდეგ დარგობრივი სანქციების შემოღების შესახებ.
დოკუმენტში შემოთავაზებულია:
სთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აკრძალვა, ისევე როგორც უკრაინის საჰაერო სივრცისა და ზღვის გამოყენება ყველა სახის პირდაპირი და სატრანზიტო ფრენისთვის;
რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მანქანების (ავტობუსები, სატვირთო მანქანები) უკრაინაში შესვლა;
უკრაინის საბაჟო ტერიტორიაზე რუსული სარკინიგზო ტიპის მანქანებისა და ლოკომოტივების შემოტანა;
ასევე აკრძალულია ნაოსნობა და გემების უკრაინის საზღვაო პორტებში შესვლა რუსეთის ფედერაციის დროშით;
გემები, რომელთა მფლობელი/გემთმფლობელი არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რეგისტრირებული იურიდიული პირები და იურიდიული პირები, რომელთა მიმართაც დაწესდა სანქციები; გემები, რომლებიც მოძრაობენ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე პორტებში;
შეგახსენებთ, რომ უკრაინამ სანქციები დააწესა რუსეთისა და კრემლთან დაკავშირებული ოლიგარქების წინააღმდეგ. ჯერ კიდევ 2022 წლის დასაწყისში, უკრაინის ეროვნულმა ბანკმა აკრძალა რუბლის მიმოქცევა და დახურა რუსული სახელმწიფო ბანკები.