უკრაინა: რუსულმა რაკეტამ პორტ პივდენნში მარცვლეულით დატვირთული ხომალდი დააზიანა

ორშაბათს უკრაინის აღდგენის სამინისტრომ განაცხადა, რომ 6 ოქტომბერს, უკრაინის პორტ პივდენიში, რუსული რაკეტის დარტყმამ სენტ კიტს და ნევისის დროშის ქვეშ მყოფი ხომალდი დააზიანა. ხომალდი სიმინდით იყო დატვირთული.
სამინისტრომ „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა, რომ ეკიპაჟის 15 წევრიდან არავინ დაშავებულა.
„საბედნიეროდ, ეგვიპტის და სირიის მოქალაქეებისგან შემდგარი ეკიპაჟის 15 წევრიდან, არავინ დაშავებულა. მთლიანობაში, ხომალდი 6 000 ტონა უკრაინული სიმინდით იყო დატვირთული. ეს სრულად სამოქალაქო ტვირთია“, – ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს მე-20 სამოქალაქო ხომალდი იყო, რომელიც რუსულმა თავდასხმებმა დააზიანა.
სამინისტრო ციტირებს პრემიერ-მინისტრის მოადგილე ოლექსი კულებას: „ეს არაფერია გარდა ს მცდელობისა, გავლენა მოახდინოს უკრაინული წარმატებული სასურსათო საზღვაო დერეფნის მუშაობაზე და გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას დაემუქროს“.
მოსკოვმა არაერთხელ უარყო, რომ ის თავს სამოქალაქო სამიზნეებს ესხმის.
სექტემბრის დასაწყისში, სენტ კიტს და ნევისის დროშის ქვეშ მყოფ სატვირთო ხომალდ „აიას“ შავ ზღვაში რუსულმა რაკეტამ დაარტყა. მოგვიანებით, იმავე თვეში, რუსულმა რაკეტამ ანტიგუას დროშის ქვეშ მყოფი სხვა ხომალდი უკრაინის პორტ ოდესაში დააზიანა.
2022 წელს ში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთმა პორტს არაერთხელ დაარტყა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით 3 მილიონ 300 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა, ჯამური დაფინანსება 8,5 მილიარდი ლარია – ჩვენი ხელისუფლების პერიოდში 35 000 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა საცხოვრისით