უკრაინა რუსული ვერტმფრენის ჩამოგდების შესახებ აცხადებს

უკრაინის სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სამხედროებმა ერთი რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს. სუმის ოლქი ს კურსკის ოლქს ესაზღვრება. ორივეში, მოსკოვის განცხადებით, საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, მათ შორის ავიაციის გამოყენებით.
„დღეს, 6 აგვისტოს, სუმის ოლქის ცაში უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა გაანადგურეს მტრის ბალისტიკური რაკეტა, ორი დრონი და ერთი ვერტმფრენი. მადლობა ჩვენს მცველებს“, – ციტირებს „უკრაინსკა პრავდა“ სამხედრო ადმინისტრაციას.
სუმისა და კურსკის ოლქების ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები დილიდან მიმდინარეობს. იხილეთ:
· ავიაცია, ტანკები და ტყვედ აყვანილი რუსი სამხედროები – რა ხდება კურსკის ოლქში?
მთავარ ფოტოზე: რუსული სამხედრო ვერტმფრენი მი-35, არქივიდან