უკრაინა რუსული ვერტმფრენის ჩამოგდების შესახებ აცხადებს

უკრაინის სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სამხედროებმა ერთი რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს. სუმის ოლქი რუსეთის კურსკის ოლქს ესაზღვრება. ორივეში, მოსკოვის განცხადებით, საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, მათ შორის ავიაციის გამოყენებით.
„დღეს, 6 აგვისტოს, სუმის ოლქის ცაში უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა გაანადგურეს მტრის ბალისტიკური რაკეტა, ორი დრონი და ერთი ვერტმფრენი. მადლობა ჩვენს მცველებს“, – ციტირებს „უკრაინსკა პრავდა“ სამხედრო ადმინისტრაციას.
სუმისა და კურსკის ოლქების ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები დილიდან მიმდინარეობს. იხილეთ:
· ავიაცია, ტანკები და ტყვედ აყვანილი რუსი სამხედროები – რა ხდება კურსკის ოლქში?
მთავარ ფოტოზე: რუსული სამხედრო ვერტმფრენი მი-35, არქივიდან