უკრაინა რუსეთს კომპენსაციას სთხოვს კახოვკის ჰესის საბოტაჟისთვის

უკრაინის ჰიდროელექტრო კომპანია, Ukrhydroenerho 6 ივნისს აცხადებს, რომ დაიწყო საერთაშორისო არბიტრაჟის ინიციატივა საიმისოდ, რომ რუსეთმა აანაზღაუროს 2023 წლის ივნისში ნოვა კახოვკის კაშხლის და ჰესის განადგურება.
სახელმწიფო კომპანია არ აკონკრეტებს სად დაიწყო საარბიტრაჟო პროცესი, თუმცა ამბობს, რომ ზარალი შეადგენს 2.5 მილიარდ ევროს.
ნოვა კახოვკის ჰესი მოსკოვის ძალებმა დაიკავეს მალევე მას მერე, რაც 2022 წლის თებერვალში სრული მასშტაბით შეიჭრა ში. რუსეთის ძალებს ადანაშაულებს მის აფეთქებაში 2023 წლის 6 ივნისის ღამეს. კაშხლის განადგურებას მოჰყვა დიდძალი არეალის და ასობით სახლის დატბორვა, ასობით ოჯახი დარჩა სასმელი წყლის გარეშე, ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურს არ მიეწოდებოდა წყალი, რომელიც მას რეაქტორების გასაგრილებლად ესაჭიროება.

ასევე დაგაინტერესებთ