უკრაინა: რუსეთი საქართველოს გავლით უკრაინის მოქალაქეების დეპორტაციას იარაღად იყენებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი საბიგა წერს, რომ “იარაღად იყენებს” უკრაინის მოქალაქეების საქართველოს გავლით დეპორტაციას და რუსეთს სთავაზობს, ეს ადამიანები პირდაპირ უკრაინის საზღვართან მიიყვანოს.
ის წერს, რომ რუსეთმა საქართველოს საზღვარზე დეპარტირებული უკრაინელი მოქალაქეების რაოდენობა, ძირითადად, ყოფილი მსჯავრდებულების ივნისიდან მოყოლებული გაზარდა.