უკრაინის გენშტაბში ამბობენ, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთი მორიგ პროვოკაციას გეგმავს, რათა უკრაინა დაადანაშაულოს.
უკრაინის გენშტაბი დაზვერვის ინფორმაციას ეყრდნობა და ნათქვამია, რომ ოკუპანტებს სურთ ჩაატარონ ოპერაცია ცრუ დროშის ქვეშ.
გასულ დღეებში რუსეთი ირწმუნებოდა, რომ უკრაინელებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით იერიში მიიტანეს. კიევში კი ამბობდნენ, რომ ეს მოსკოვის პროვოკაცია იყო.
ევროპაში უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს რუსი სამხედროები აკონტროლებენ.
