უკრაინა: რუსეთის ტერიტორიაზე 74 დასახლებულ პუნქტს ვაკონტროლებთ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ტერიტორიაზე 74 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს. უკვე ერთი კვირაა, უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში ატარებენ სამხედრო ოპერაციას.
„მიუხედავად რთული და ინტენსიური ბრძოლებისა, ჩვენი ძალები განაგრძობენ წინსვლას კურსკის ოლქში და ჩვენი [ტყვეთა] “გაცვლითი ფონდი” იზრდება“, – ამბობს .
მისივე თქმით, უკრაინის დაკავებულ ტერიტორიებზე ატარებენ შემოწმებებს და სტაბილიზაციურ ღონისძიებებს. იგი აღნიშნავს, რომ ამ ტერიტორიებისთვის გრძელდება „[საკითხების] ჰუმანიტარული მოგვარების შემუშავება“. კონკრეტულად რა იგულისხმება ამაში, ზელენსკის არ დაუზუსტებია.
რუსული მხარის 12 აგვისტოს მტკიცებით, უკრაინელები კურსკში მხოლოდ 28 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ და წინსვლას ვეღარ ახერხებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო