უკრაინა რუსეთისგან მიყენებულ ზარალს ტრილიონ დოლარად აფასებს

რუსეთმა ს კომპენსაციის სახით ტრილიონ დოლარზე მეტი უნდა გადაუხადოს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა, ოლეგ უსტენკომ განაცხადა, რასაც სააგენტო „უკრაინის ამბები“ ავრცელებს.
ს შეფასებით, პირდაპირმა ზარალმა 750 მლრდ დოლარი შეადგინა, ხოლო არაპირდაპირი ზარალის დამატებით, ეს მაჩვენებელი ტრილიონ დოლარამდე იზრდება.
ერთი წლის წინ უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალმა უკრაინის აღდგენისთვის საჭირო თანხის ოდენობად 750 მლრდ დოლარი დაასახელა. ის აცხადებდა, რომ „ქვეყნის აღდგენის მთავარი წყარო ს სახელმწიფოს და რუსი ოლიგარქების ჩამორთმეული ანგარიშები უნდა გახდეს.“
G7-ის ქვეყნების (-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და იაპონიის) ანგარიშებზე რუსეთის 280 მლრდ დოლარის სუვერენული აქტივები გაყინული რჩება, ვიდრე „მოსკოვი უკრაინისთვის მიყენებულ ზარალს არ გადაიხდის.“ ამის შესახებ G7-ის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების მმართველების მიერ გასული წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში წერია.
ამასთან, 1-ელ თებერვლის სამიტზე ევროკავშირის ლიდერები უკრაინისთვის 50 მლრდ ევროს ოდენობის დახმარებაზე შეთანხმდნენ, რომელიც კიევს ოთხი წლის განმავლობაში, 2027 წლამდე გადაეცემა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სუთიძე: საქართველოს საპატრიარქოში ვისაც თავი აქვს და არა კისრის გაგრძელება, უნდა ესმოდეს, რომ როგორიც უნდა იყოს ახლა სახელისუფლებო პროპაგანდის წნეხი, ნებისმიერი სანქცია, რომელსაც გამოიყენებთ არქიმანდრიტი დოროთესა თუ სხვების მიმართ, იქნება დამანგრეველი თქვენი რეპუტაციისთვის