უკრაინის შეიარაღბული ძალების ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 17 დრონი გაისროლა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 14 ჩამოაგდეს.
უკრაინის სამხედრო ავიაციის მეთაურის, მიკოლა ოლეშჩუკის თქმით, რუსეთმა ასევე ორი Iskander-K ტიპის ფრთოსანი რაკეტა და ერთი Iskander-M ტიპის ბალისტიკური რაკეტა ისროლა.
ოლეშჩუკმა აღნიშნიშნა, რომ განადგურებულია ორი Kh-59 ტიპის რაკეტა, რომელიც ოკუპანტებმა ოდესის შავი ზღვის პორტის მიმართულებით ისროლეს. ასევე, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ამმართველოს ინფორმაციით, ნიკოლაევის თავზე 12, ხოლო ოდესასთან 2 დრონი გაანადგურეს.
არსებული ინფორმაციით, ოკუპანტების თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა, თუმცა ნიკოლაევში დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რის გამოც ქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე საათით შეწყდა.