უკრაინა: რუსების გაშვებული 5-ვე დრონი გავანადგურეთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, 18 დეკემბრის ღამეს მათ გაანადგურეს შაჰედის ტიპის 5-ვე დრონი, რომლითაც ოკუპანტები ს თავს დაესხნენ.
ამასთან, ოკუპანტებმა უპილოტო საფრენი აპარატები პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიიდან გაუშვეს.
“ყველა თვითმფრინავი ჩამოვაგდეთ უკრაინის საჰაერო ძალების და თავდაცვის ძალების მობილური სახანძრო ჯგუფების მიერ ნიკოლაევის, დნიპროპეტროვსკის, ვინიცისა და ხმელნიცკის ოლქებში”. – აღნიშნულია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში.
გასული დღის საღამოს რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე იერიში სამხრეთიდან შაჰედის ტიპის დრონებით მიიტანეს.