12 დეკემბრის ღამეს რუსებმა უკრაინას Shahed-ის ტიპის 15 დრონით შეუტიეს, მათგან კი უკრაინელებმა 9-ის განადგურება შეძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
“სულ გაუშვეს Shahed-136/131-ის ტიპის 15 უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთაგან 9 გაანადგურეს უკრაინის სხვადასხვა რეგიონში თავდაცვის ძალების მობილური სახანძრო ჯგუფების ნაწილებმა”. – აღნიშნულია უკრაინული უწყების განცხადებაში.
ამავე ინფორმაციით, რუსებმა უკრაინაზე იერიში დროებით ოკუპირებული ყირიმიდან მიიტანეს.
გარდა ამისა, 11 დეკემბრის საღამოს ვოსტოკის საჰაერო სარდლობის საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა გაანადგურეს X-59-ის ტიპის 2 მართვადი რაკეტა ზაპოროჟიესა და დნიპროპეტროვსკის ოლქებში.
