Shahed-136-ის ტიპის დრონების ნარჩენები ხარკოვში, 2022 წლის 6 ოქტომბერი.
6 დეკემბრის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას Shahed-ის ტიპის 48 დრონით შეუტიეს, მათგან 41 კი უკრაინამ გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და საჰაერო ძალები ავრცელებენ.
“სულ Shahed-136/131-ის ტიპის 48 დრონი გაუშვეს [მანამდე გენშტაბის გავრცელებული ინფორმაციით, 50 დრონი გაუშვეს]. საზენიტო ბრძოლის შედეგად განადგურდა მტრის 41 უპილოტო საფრენი აპარატი”. – აღნიშნულია საჰაერო ძალების განცხადებაში.
ამასთან, რუსებმა დრონები ორი მიმართულებიდან: კურსკის ოლქიდან და ყირიმიდან გაუშვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ გამანადგურებელი თვითმფრინავები, საზენიტო-სარაკეტო დანაყოფები და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური სახანძრო ჯგუფები.