უკრაინა: რუსების გაშვებული მართვადი რაკეტა და 11 დრონიდან 10 გავანადგურეთ

2 დეკემბრის ღამით მ რუსების გაშვებული Shahed-136/131-ის ტიპის 11 დრონიდან 10, ხოლო ერთი X-59-ის მართვადი რაკეტა გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებენ.
“2023 წლის 2 დეკემბრის ღამეს მტერმა დან იერიში მიიტანა 11 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით, ხოლო მართვადი რაკეტა ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქის საჰაერო სივრციდან გაუშვა”. – აღნიშნავენ საჰაერო ძალებში.
გარდა ამისა, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ დრონები ოდესის ოლქში, ხოლო Х-59-ის რაკეტა დნიპროპეტროვსკში გაანადგურა.