უკრაინა: რუსების გაშვებული 14 დრონიდან 9 გავანადგურეთ

3 თებერვლის ღამით რუსმა ოკუპანტებმა ზე Shahed-136/131-ის ტიპის 14 დრონით იერიში მიიტანეს, რომელთაგან უკრაინამ 9 გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული დრონების მთავარი სამიზნე დნიპროპეტროვსკის ოლქის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები იყო.
უკრაინის საჰაერო ძალების და თავდაცვის ძალების მობილურმა სახანძრო ჯგუფებმა გაანადგურეს 9 უპილოტო საფრენი აპარატი დნიპროპეტროვსკის, ოდესის, ნიკოლაევისა და ჟიტომირის ოლქებში.
გარდა ამისა, რუსეთმა უკრაინას X-59-ის ტიპის 2 მართვადი რაკეტით ბელგოროდის ოლქიდან შეუტია, მაგრამ მათი ჩამოგდება უკრაინამ ვერ შეძლო.