5 იანვრის ღამეს უკრაინამ რუსების გაშვებული 29 დრონიდან 21 ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
“2023 წლის 5 იანვრის ღამეს მტერმა იერიში მიიტანა Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით. შეტევა გაგრძელდა ორ ტალღად პრიმოსკო-ახტარსკის რეგიონიდან და ყირიმიდან. სულ Shahed-136/131-ის ტიპის 29 დრონი გაუშვეს
მიკოლაივის, ხერსონის, დნიპროპეტროვსკის, ჩერკასის, კიროვოგრადისა და ხმელნიცკის ოლქებში საზენიტო თავდაცვამ 29 დრონიდან 21 ჩამოაგდო”. – აღნიშნულია განცხადებაში.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, დრონების უმრავლესობა მობილურმა სახანძრო ჯგუფების ნაწილებმა გაანადგურა.
