უკრაინა: რუსების გაშვებული 46 დრონიდან 32 გავანადგურეთ

გასულ ღამით რუსმა ოკუპანტებმა ს 46 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, მათგან 32 უკრაინამ გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
“2023 წლის 27 დეკემბრის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს შაჰედის ტიპის დრონებით ორი ფრონტიდან: ბალაკლავადან – ოკუპირებული და პრიმორსკო-ახტარსკიდან – კრასნოდარის მხარე, ს ფედერაცია.
საერთო ჯამში, შაჰედ-136/131ის ტიპის 46 დრონი სხვადასხვა დროს, 26 დეკემბრის 19:00 საათიდან 27 დეკემბრის 3:50 საათამდე ტალღებად გაუშვეს.
საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ უკრაინის საჰაერო ძალების და თავდაცვის ძალების ტაქტიკური თვითმფრინავები, საზენიტო სარაკეტო დანაყოფები და მობილური საცეცხლე ჯგუფები.
გავანადგურეთ 32 მტრის უპილოტო საფრენი აპარატი”. – აღნიშნულია განცხადებაში.
ამავე ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა მიკოლაივის, ოდესის, ხერსონის, დნიპროს, ვინიცის, ზაპორიჟიეს, ხმელნიცკის და კიროვოგრადის ოლქებში.