უკრაინა: რუსების გაშვებული 31 დრონიდან 23 ჩამოვაგდეთ

10 თებერვლის ღამით რუსებმა იერიში მიიტანეს Shahed-136/131-ის ტიპის 31 უპილოტო საფრენი აპარატით, რომელთაგან მ 23 ჩამოაგდო. ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ტელეგრამ-არხზე ავრცელებს.
ოკუპანტებმა დრონები დან და კურსკის ოლქიდან გაუშვეს.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, დრონები ოდესისა და ხარკოვის ოლქებში განადგურდა.
საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საზენიტო-სარაკეტო ძალების ქვედანაყოფები, საჰაერო ძალების და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები და ელექტრონული საბრძოლო აღჭურვილობა.