უკრაინა: რუსების გაშვებული 16 დრონიდან 10 გავანადგურეთ

9 თებერვლის ღამით რუსებმა ს Shahed-136/131-ის ტიპის 16 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, რომელთაგან უკრაინამ 10 გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ტელეგრამ-არხზე ავრცელებს.
“საბრძოლო სამუშაოების შედეგად განადგურდა Shahed-ის ტიპის 10 დრონი ნიკოლაევის, ხერსონისა და ხარკოვის ოლქებში”. – აღნიშნულია განცხადებაში.
ამავე ინფორმაციით, რუსებმა დრონები ოკუპირებული სა და კურსკის ოლქის ტერიტორიებიდან გაუშვეს.
უკრაინული მხარის ცნობით, საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო საჰაერო ძალების და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური სახანძრო ჯგუფების ნაწილები.
9 თებერვალს ღამით რუსი სამხედროები დრონებით თავს დაესხნენ ხარკოვის ოლქს, რის შედეგადაც ზმიევსკაიას თემში ხანძარი გაუჩნდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და დაშავდა ერთი ადამიანი.