უკრაინა: რუსების გაშვებული 12 დრონი და 2 რაკეტა გავანადგურეთ

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ჩამოაგდეს ს გაშვებული 12 დრონი და X-59 ტიპის 2 რაკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
“შაჰედ-131/136 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც მიმართული იყო შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორიიდან, ასრულებდნენ კომპლექსურ მანევრირებას სანაპირო დასახლებებზე და შიდა, ცენტრალურ რეგიონებში.
ჩვენს ოპერატიულ ზონაში საჰაერო თავდაცვის ნაწილები ჩამოაგდეს 12 კამიკაძე დრონი: 2 ნიკოლაევის ოლქის თავზე, 5-5 კიროვოგრადის და ოდესის ოლქებში”. – აღნიშნულია განცხადებაში.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციითვე, კიროვოგრადის ოლქში საჰაერო თავდაცვის ძალებმა 2 რაკეტა გაანადგურეს.
გარდა ამისა, მედიის ცნობით, ხერსონის ოლქის გენიჩესკის რაიონში რუსული თვითმფრინავი Cy-34 ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება და სხვადასხვა ტელეგრამ-არხი ავრცელებს.
როგორც რადიო თავისუფლება აღნიშნავს, “თვითმხილველები აქვეყნებენ ვიდეოებს თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილიდან”.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის ჩამოაგდეს.
ამასთან, გუშინ 23 თებერვალს მ გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების უკვე მეორე რადიოლოკაციური დაზვერვისა და სამეთაურო დანიშნულების თვითმფრინავი А-50-ი ჩამოაგდეს.
აქამდე პირველი А-50 რუსეთმა იანვრის შუა რიცხვებში დაკარგა. კერძოდ, 15 იანვარს გავრცელდა ცნობა, რომ აზოვის ზღვის თავზე უკრაინელებმა რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების რადიოლოკაციური დაზვერვისა და სამეთაურო დანიშნულების თვითმფრინავი А-50-ი ჩამოაგდეს და საჰაერო მართვის ფუნქციის მქონე თვითმფრინავი Ил-22М დააზიანეს.
А-50-ის ღირებულება 330 მილიონ დოლარს უტოლდება.