უკრაინა: რუსების გაშვებული 10-ვე დრონი გავანადგურეთ

27-28 თებერვლის ღამით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების გაშვებული შაჰედის ტიპის ათივე დრონი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
“2024 წლის 27-28 თებერვლის ღამეს მტერმა დონეცკის ოლქის ოკუპირებული ნაწილიდან გაუშვა C-300-ის ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტები, ხოლო პრიმორსკო-ახტარსკიდან 10 შაჰედი.
შაჰედის ტიპის 10 უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა ოდესისა და მიკოლაივის ოლქების თავზე თავდაცვის ძალებისა და საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფების მოძრავი საცეცხლე ჯგუფების მიერ”. – აღნიშნულია განცხადებაში.
27-28 თებერვლის ღამით უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალებმა რუსული დრონებისთვის გზის წარმატებით გადაჭრის შესახებ განაცხადეს, თუმცა, ოდესაში ჩამოგდებული დრონის ფრაგმენტების გამო ცეცხლი გაჩნდა, რაც მალევე ჩააქრეს.