25 ნოემბერს რუსებმა უკრაინის თავზე რეკორდული რაოდენობის, 75 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, მიკოლა ოლეშჩუკიის თქმით, მათ Shahed-ის ტიპის 75 დრონიდან 71 ჩამოაგდეს.
“შეტევის მთავარი მიმართულება კიევია!
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო საჰაერო ძალების და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური სახანძრო ჯგუფების საბრძოლო მუშაობა”. – ამბობს ოლეშჩუკი.
როგორც უკრაინის საჰაერო ძალებმა დააზუსტეს, რუსებმა დრონები პრიმორსკო-ახტარსკიდან და კურსკის ოლქიდან გაუშვეს.
საზენიტო თავდაცვა მუშაობდა უკრაინის მინიმუმ ექვს ოლქში: კიევში, სუმში, დნეპროპეტროვსკში, ზაპოროჟიეში, მიკოლაევსა, კიროვოგრადში.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, დნიპროპეტროვსკის ოლქში ასევე გაანადგურეს Kh-59-ის ტიპის მართვადი საჰაერო რაკეტა.
