პენტაგონის მარაგიდან კიდევ 500 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას მიიღებს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ს კიდევ 500 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება გამოუყო. პრეზიდენტ ს გადაწყვეტილების შესახებ 12 დეკემბერს განაცხადეს თავდაცვის და სახელმწიფო დეპარტამენტებმა.
სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალებს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის “ჰაიმარსი” (HIMARS), 155 და 105-მილიმეტრიან საარტილერიო ჭურვებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, “ჯაველინის” ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს (Javelin) და რაკეტებს, ასევე, სხვა საბრძოლო მასალებსა და ტექნიკას.
უკრაინა ამ იარაღს და ტექნიკას შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან მიიღებს. პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში ს ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია დაახლოებით 62.9 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – „ოცნებაში“ კარგად იციან, რომ საგამოძიებო კომისია, რომელიც პროტესტანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გამოძიებას შეეხება, მიგვიყვანს საკითხზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება

ვახტანგ ძაბირაძე – სალომე ზურაბიშვილმა თავისი როლის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ხაზარაძე-ჯაფარიძის ნაკლები აქტიურობა კი შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ რაღაც გეგმაზე ფიქრობენ, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, პოლიტიკიდან გავიდნენ