უკრაინა პარადოქსების ქვეყნად იქცა. კალაძეს რომ სპორტის ოსტატის წოდებას ართმევ, მასზე უკეთესს ვის ანიჭებ? როგორც პოლიტიკოსი მოგწონს თუ არა, ფაქტი ჯიუტია, რომ კალაძე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია

უკრაინა პარადოქსების ქვეყნად იქცა. კალაძეს რომ სპორტის ოსტატის წოდებას ართმევ, მასზე უკეთესს ვის ანიჭებ? როგორც პოლიტიკოსი მოგწონს თუ არა, ფაქტი ჯიუტია, რომ კალაძე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია
კალაძეს რომ სპორტის ოსტატის წოდებას ართმევ, მასზე უკეთესს ვის ანიჭებ? არ აქვს მნიშვნელობა კალაძე როგორც პოლიტიკოსი მოგწონს თუ არა, ფაქტი ჯიუტია, რომ კალაძე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, რომელმაც მილანთან ერთად ეპოქა შექმნა და იმ მილანის უცვლელი წევრი იყო, რომელიც ევროპაში დომინირებდა, მოიგო არაერთი თასი, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა, – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე უკრაინის მიერ თბილისის მერისთვის, კახა კალაძისთვის სპორტის საერთაშორისო ოსტატის წოდების ჩამორთმევას.
მისივე თქმით, პარადოქსების ქვეყნად იქცა. მანვე აღნიშნა, რომ კალაძეს სპორტის ოსტატის წოდება, კორუმპირებულმა, ვიწრო ჯგუფმა ჩამოართვა და არა ზოგადად უკრაინამ.
“უკრაინა პარადოქსების ქვეყნად იქცა. უკრაინამ კალაძეს სპორტის საერთაშორისო ოსტატის წოდება ჩამოართვაო, უმჯობესია ვთქვათ, რომ კალაძეს სპორტის ოსტატის წოდება, კორუმპირებულმა, ვიწრო ჯგუფმა ჩამოართვა და არა ზოგადად უკრაინამ. კალაძეს რომ სპორტის ოსტატის წოდებას ართმევ, მასზე უკეთესს ვის ანიჭებ? არ აქვს მნიშვნელობა კალაძე როგორც პოლიტიკოსი მოგწონს თუ არა, ფაქტი ჯიუტია, რომ კალაძე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, რომელმაც მილანთან ერთად ეპოქა შექმნა და იმ მილანის უცვლელი წევრი იყო, რომელიც ევროპაში დომინირებდა, მოიგო არაერთი თასი, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა. არ მინდა ომში მყოფ ქვეყანას დავცინო, მაგრამ დასაცინები ხართ აბა რა, სულ დაკარგეთ ადეკვატურობის განცდა, ქარის წისქვილების დევნის ნაცვლად, ქვეყანას მიხედეთ მეგობრებო, რომელიც თვალ და ხელშუა დაგენგრათ”, – წერს დავით ჩიხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

რუსთავის მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე: თუკი რამეს ვაკეთებთ, მიმართულია იმისკენ, რომ შევქმნათ ახალი ქალაქი, რომელსაც აქვს დიდი ისტორია – ერთ-ერთი მიმართულება იქნება სატრანსპორტო პოლიტიკის გაძლიერება, ასევე, ქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, შენობების რეაბილიტაცია