24 დეკემბრის ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 15 გაშვებული დრონიდან 14 გაანადგურა.
“24 დეკემბრის ღამეს, რუსმა ოკუპანტებმა პრიმორსკო-ახტარსკის ოლქიდან, უკრაინის ტერიტორიას 15 შაჰედის ტიპის დრონით შეუტიეს. 14 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოგდებულია კიროვგრადის, ზაპოროჟიეს, მიკოლაევოს და ხმელნიცკის ოლქებში”. – წერია საჰაერო თავდაცვის ძალების განცხადებაში.
რუსეთი ყოველდღე უკრაინის მიმართულებით ათობით უპილოტო საფრენ აპარატს უშვებს.
