უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 20 დრონიდან 15 ჩამოვაგდეთ

19 ნოემბრის ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 20 აფრენილი რუსული დრონიდან 15 გაანადგურა.
“19 ნოემბრის ღამეს მტერმა კვლავ მიიტანა იერიში ჩვენს ქვეყანაზე Shahed 136/131 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით. განადგურებულია 20-დან 15 დრონი”. – წერია უკრაინის საჰაერო ძალების ანგარიშში.
საჰაერო ძალების განცხადებით სულ გასულ 24 საათში ოკუპანტებმა ზე 71 საჰაერო იერიში მიიტანეს.
უკრაინის ტერიტორიას ყოველდღიურად ავიაციითა და არტილერიით ბომბავს.